მომღერალი სალომე ბაკურაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გუნდის წევრი გახდა. მომღერალმა პირველი პირდაპირი ეთერი დღეს უკვე ჩაატარა. როგორც წამყვანებმა თიკა ფაცაციამ და არჩილ სოლოღაშვილმა აღნიშნეს, სალომე მათი თანაწამყვანი ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს იქნება.
არჩილ სოლოღაშვილი:
„ნამატით ვართ წარმოდგენილები, ჩვენს სიკაშკაშეს ერთი სხივიც შემოემატა… სხვათა შორის მარტივად იღვიძებს, არ ჰქონია პრობლემა… გიზგიზებდა რომ მოვედი“
თიკა ფაცაცია:
„სალომე გვიყვარდა ყოველთვის და განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, კულისებს მიღმა თუ ეკრანზე… ჩვენი მაყურებელი სამშაბათს და ხუთშაბათს იხილავს ამ შესანიშნავ სამეულს…“
„მიღებაც და გულში ჩახუტებაც, ასეთი უნდა…“ – აღნიშნა სალომე ბაკურაძემ.
