LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან 51 მშობელი მკურნალობს, არცერთი არ არის ვაქცინირებული: ციციშვილის კლინიკის დირექტორი

43
დავით რეხვიაშვილი

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვთა მიმართვიანობა მაღალია.

კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში ბავშვების მშობლებიც მკურნალობენ და არცერთი მათგანი არ არის ვაქცინირებული.

“კლინიკაში, ამ ეტაპზე, მკურნალობს 108 პაციენტი, მომართვიანობა ნარჩუნდება მაღალ ციფრებზე, მაგრამ, რაც მთავარია, აღარ შეინიშნება ზრდის ტენდენცია. – აცხადებს რეხვიაშვილი

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, – კლინიკის დირექტორის განცხადებით, არცერთი არ არის კრიტიკულად მწვავე.

“ინტენსიურში ადგილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა დღეს გადაგვყავს პაციენტები განყოფილებებში, ასე რომ დაახლოებით 1 საათში ინტენსიურში ადგილები გათავისუფლდება.” – აცხადებს რეხვიაშვილი

მისი თქმით კლინიკაში 51 მშობელი მკურნალობს, “მათგან, სამწუხაროდ, არცერთი ვაქცინირებული არ არის,”- აცხადებს დავით რეხვიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g