LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენთან გადამზადების შედეგად, ქალები საქმდებიან სხვა საწარმოებში ან არიან თვითდასაქმებულები” – გორში მდებარე სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია

537
ლიდერი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის – “თიბისის” ბიზნეს დაჯილდოება 2022-ზე აღნიშნულ ნომინაციაში სამკერვალო საწარმო „ლიდერია“ წარდგენილი. საწარმოში სოციალურად მოწყვლადი ქალები არიან დასაქმებულნი: იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლები, შშმ პირები, მარტოხელა დედები და ა.შ.

ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტები ცნობილია

წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში  მომხმარებლებიც ჩაერთვებიან,  კერძოდ, ისინი  ნომინაციაში - გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

საწარმოს დამფუძნებელი ნინო გიორგაძე “ბიზნესნიუსს” „ლიდერის“ შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ფინალში გამარჯვება მათი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.

„2016 წლიდან გორში დავიწყეთ სამკერვალო წარმოება. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი წინასწარი მოკვლევით ქალები ამ სფეროში იგრძნობდნენ თავს კომფორტულად. ის ქალები, რომლებიც დღეს ჩვენთან მუშაობენ და ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ გაძლიერებაში, დასაქმებაში, ვაძლევთ პროფესიას.

"ეს არის საქართველოში ყველაზე უფრო ევროპულ სოფელში მდებარე მოედანი" - ძველ გერმანულ სოფელში მდებარე "სადგური" "თიბისის" ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია

გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში - აღნიშნულ ნომინაციაში ერთ-ერთი ფინალისტია კაფე "სადგური Bahnhof Station", რომელიც ძველ გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში ფუნქციონირებს. 

ჩვენთან 24 ქალი მუშაობს და 8 კიდევ დაემატება ორ თვეში. ამის გარდა, ჩვენთან გადამზადების შედეგად, ქალები საქმდებიან სხვა საწარმოებში ან არიან თვითდასაქმებულები. 2016 წლიდან დღემდე 316 ქალი გადავამზადეთ, საიდანაც 186 არის დასაქმებული.

ძალიან ღირსეული კანდიდატების გვერდით მოვხვდით და დიდი მადლობა თიბისის ბიზნესისათვის ასეთი ხელშეწყობისა და აღიარებისთვის. ფინალისტობა ნამდვილად უკვე დიდი პატივი და აღიარებაა ჩვენი საქმიანობის და ველოდებით რა თქმა უნდა, გამარჯვებას.

ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება დიდი აღიარების განცდა, ხელს შეუწყობს ჩვენს პოპულარიზაციას, მომავალ მოლაპარაკებებს და იქნება უფრო ბევრი კარი ღია ჩვენთვის“, – ამბობს ნინო გიორგაძე.

სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რაც გულისხმობს, სამკერვალო ქსოვილის მონარჩენის შეგროვებას საქართველოში არსებული 35 სამკერვალო საწარმოდან, მოსახლეობიდან და მის გადამუშავებას და მიღებული ნედლეულის რეალიზაციას. 2022 წელს გადამუშავდა 10 ტონა ტექსტილის ნარჩენი, ხოლო კომპანიას დღემდე გადამზადებული ჰყავს 312 სოციალურად მოწყვლადი ქალი, საიდანაც 186 დასაქმებულია.

"ჩვენი ყველა ინიციატივა და აქტივობა დაფუძნებულია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაზე" - Veli.store "თიბისის" ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტია

"ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებას ნამდვილად ველით, რადგან "ველისთორი" შეიქმნა მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის".

ნომინაციაში – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის „ლიდერის“ გარდა, კიდევ სამი ფინალისტია წარმოდგენილი. “თიბისის” ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022 ხუთ ნომინაციაში სულ 15 ფინალისტია შერჩეული. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g