LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან “გირჩი” 40 000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს, უკრაინაში კი 50 000 ქალი სამშობლოს იცავს: ჩარკვიანი

638
1

“კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურე ქალების რაოდენობას ეხმიანება და პარალელს საქართველოსთან ავლებს.

ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია “გირჩი” ჯარიდან 40 000 ათას ვაჟკაცს ათავისუფლებს, უკრაინაში კი 50 000 უკრაინელი ქალი სამშობლოს იცავს.

თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, რომ ჯარის გაუქმებისა და წვრთნების შეჩერებაზე მსჯელობის ნაცვლად, რეფორმები უნდა გატარდეს:

“ჩვენთან პარტია “გირჩი” (ორივე გირჩს ვგულისხმობ – ყველას, ძველსაც და ახალსაც) 40 000 ვაჟკაცს ჯარიდან ათავისუფლებს (ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყანაში) საკუთარი – შინაური “დედაოს და მამაოს” კურთხევით და უკრაინაში კი 50 000 უკრაინელი ქალი სამშობლოს იცავს!!!

ჯარი კი არ უნდა გაუქმდეს და წვრთნა კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ რეფორმები უნდა გატარდეს, ჩვენთან უკუღმაა ყველაფერი ვ.ჩ.პ.

სამაგიეროდ, ჩვენთან (ეს უკვე გირჩს არ ეხება) პოლიციით ზურგგამაგრებული “მამიკოს ბიჭუნები” გიენებივით-ტურებივით ჯგუფურად თავს ესხმიან ერთ ადამიანს და უსწორდებიან, ჩემს ბავშვობაშიც და ახლაც ერთი სახელი აქვთ ამ ტიპის “ზურგგამაგრებულებს” – ისინი სამშობლოს ნაღდად არ და ვერ დაიცავენ, აი მათ კი ამ “მამიკოს ბიჭუნებს” “იცავს” პოლიცია და რუსეთზე მომუშავე სუსი!” – წერს ჩარკვიანი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g