LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთან, როგორც წესი, 38 გრადუს ტემპერატურაზე ბავშვს უკვე მიცემული აქვს სიცხის დამწევი, არადა ცხელება არის ორგანიზმის დამცავი რეაქცია, ვადროვოთ – თემურ მიქელაძე

119
miqeladzechldtempr2012

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ,,ტვ პირველის”-ის ეთერში კორონავირუსის დროს ცხელების მართვაზე ისაუბრა:

„კორონავირუსი გახლავთ ვირუსული ინფექცია და მას შეიძლება ჰქონდეს ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. შევთანმხდეთ, რომ ბავშვები აქ არ არიან პირველწყარო, რადგან ბავშვებს ეს ვირუსი მოჰქონდათ, როდესაც ღია იყო სკოლები და ბაღები. როცა დაიკეტა, ახლა ვირუსი მოაქვთ ან მშობლებს, ან მომვლელებს, ან ბებია-ბაბუებს.  ძირითადი სიმპტომატიკა მართლაც მსუბუქად მიმდინარეობს. ასეთი პაციენტები შეიძლება ვმართოთ ბინის პირობებში, ძირითადი მკურნალობა გახლავთ სიმპტომური. ცხელებას სჯობს ვადროვოთ და თუ ბავშვი იტანს, 39-მდე ტემპერატურას ბავშვები ადვილად იტანენ, თუ მათ ცხადია, არ აქვთ დამძიმებული ანამნეზი. ჩვენთან, როგორც წესი, 38 გრადუსზე ყოველთვის მიცემული აქვთ ხოლმე სიცხის დამწევი, არადა ცხელება არის ორგანიზმის დამცავი რეაქცია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g