LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენთან, სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გადასახადსაც არ იხდის მოსახლეობა” – მესტიის მერი

65
კახა ჟორჟოლიანი

რეგიონებში დასუფთავების სამსახურები წამგებიანია, პროცესებში ბიზნესი უნდა შემოვიყვანოთ, – ამის შესახებ BM.GE-სთან საუბარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სახელმწიფო კომპანიები დასუფთავების მოსაკრებლის აკრეფას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, მისი თქმით, კომპანიები წაგებაზე მუშაობენ, პავლიაშვილს აქვს ინიციატივა, პროცესებში კერძო სექტორი შემოიყვანონ. პროცესებში კიდევ ერთი გამოსავალი დასუფთავების გადასახადის სხვა მიმდინარე კომუნალურ გადასახადზე მიბმაა, ისე როგორც ეს დედაქალაქში ხდება. რეკომენდაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტშიც გვხვდება.

მესტიის მერი აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობა გადასახადების გადახდას მიჩვეული არაა, ადგილზე არც ელექტროენერგიის გადასახადს იხდიან. კახა ჟორჟოლიანის თქმით, გადახდილი დასუფთავების მოსაკრებლის დიდი ნაწილი არა მოსახლეობაზე, არამედ ბიზნესზე მოდის.

“ჩვენთან, სამწუხაროდ, ელექტროენერგიის გადასახადსაც არ იხდის მოსახლეობა. ეს სამწუხაროა თუ საბედნიერო ჯერ ვერ გეტყვით. თვითონ ჩვენი მოსახლეობა გადასახადის გადახდას არაა შეჩვეული. დასუფთავების გადასახადი კი დავაწესეთ და შემოსავალიც გქონდა. პირველ წელს 12 000 ლარი მივიღეთ, შემდეგ 28 000, 34 000, პანდემიამდე 100 000 ლარამდეც ავედით.

ძირითადად იხდის კომერციული ობიექტები იხდიან, რომლებიც მოგებაზე არიან ორიენტირებული. რაც შეეხება მოსახლეობას, მათგან ჩვენ ფულს ვერ ვიღებთ. კანონით გაწერილია ის, რომ მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს დასუფთავების მოსაკრებელი, მინიმალურია 2 ლარია თვეში სულზე, მაგრამ ეს მოსაკრებელი რა გადასახადს მივაბათ ვერ ვარკვევთ. დასუფთავების გადასახადი უცხო არის ჩვენი მოსახლეობისთვის, არ ყოფილა აქამდე ასეთი რამ”, – ამბობს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი bm.ge-სთან საუბრისას.

წყარო: BM.GE

magti 5g