LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენთან ყველაფერი გენიალურადაა” – ჯეოსელის ხარვეზის პერიოდში მაგთიმ ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა

1801
magtijeoseli

“საღამოს 9 საათია და ჩვენთან ყველაფერი გენიალურადაა…”, – ამ შინაარსის პოსტი მაგთიმ ფეისბუკზე გამოაქვეყნა იმ დროს, როდესაც ჯეოსელს მასშტაბური ტექნიკური ხარვეზი აქვს.

#ყველაზესაიმედოქსელი  – ზემოხსენებულ პოსტს მაგთიმ ეს Hashtag-ი მიამატა.

ჯეოსელის ქსელში ფიქსირდება შეფერხება როგორც ხმოვან, ასევე ინტერნეტ მომსახურებაზე.

როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, კომპანიის ტექნიკური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

“ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები