LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის გასაკვირი არ არის, თუ ვინმეს გაუკვირდა მხოლოდ რუსებს..“ – პენტაგონი უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე

69
ghkyu

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მოკავშირეებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, – ეს განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა გააკეთა.

ამერიკელი გენერლის შეფასებით, კონტრშეტევის წარმატებაში თავისი როლი შეასრულა დასავლეთისგან მიღებულმა შეიარაღებამ და საბრძოლო მასალებმა.

„ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპატიციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ“, – განაცხადეს პენტაგონში.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ, 13 სექტემბერს განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში უკრაინის ძალებმა ოკუპაციისგან დაახლოებით 8 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები