LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება: ირაკლი კობახიძე

64
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ზუგდიდში გამარჯვების მოპოვება ქართული ოცნებისთვის პრინციპული საკითხია.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ჩვენთვის პრინციპული საკითხია ზუგდიდში მეორე ტურის მოგება და დარწმუნებული ვართ, რომ მამუკა წოწერია მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მთლიანად საქართველოს, კონკრეტულად ზუგდიდს, მათ შორის კასრების საქმით, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპული პასუხი გაეცეს ამ ყველაფრის შემოქმედ პოლიტიკურ ძალას“, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g