LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენზე განვითარებული გერმანია მეტ საქმეს აგებს – მურუსიძე სტრასბურგში წაგებულ საქმეებზე

126
Untitled

“ევროპაში მე დაგისახელებთ ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტ საქმეებს აგებს თუნდაც გერმანია, თუნდაც დიდი ბრიტანეთი და იქ ასეთი კითხვები არ არის  ” – ამის შესახებ  სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ ტვ პირველის ეთერში გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

წამყვანებმა მას იმ საქმეებზე ჰკითხეს, რომლის მოსამართლეც თავად იყო და რომელიც საქართველომ სტრასბურგში წააგო.  მათ შორის გირგვლიანის საქმე, ენუქიძის საქმე, მოლაშვილის საქმე, ტურავასა და  როსტომაშვილის საქმე.

“მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოეთხოვოს, მე ჩემი ნებით მზად ვარ, რომ ვისაუბროთ ამ საქმეებზე. ევროპაში მე დაგისახელებთ ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე მეტ საქმეებს აგებს თუნდაც გერმანია, თუნდაც დიდი ბრიტანეთი და იქ ასეთი კითხვები არ არის

რეალურად ვერ გრძონბთ,რომ სასამართლო გაცილებით კარგია? “ნაციონალური მოძრაობის” დროს მე ვიყავი რიგითი მოსამართლე , პარტიის არცერთ ლიდერთან ნაცნობობა არ მაკავშირებდა და არავითარი ურთიერთო არ მქონია, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი” – განაცხადა მურუსიძემ

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/665914623840495/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g