LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვეულებრივი სისულელე” – კალაძე ადეიშვილის ცემის ფაქტის „ოცნებასთან“ დაკავშირებას „ბოდვას“ უწოდებს

88
BeFunky-collage (3)

დედაქალაქის მერი  „ბოდვას“ უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ცემის ფაქტის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებას.

როგორც კახა კალაძემ მედიას განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ საზრდოობს ტყუილით და მისი თქმით, აღნიშნული ბრალდებაც მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან.

„ეს ჩვეულებრივი ბოდვაა, ჩვეულებრივი სისულელე, სხვა არაფერს ველოდებოდი, რომ ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდებოდა მათი მხრიდან.

ესენი ძირითადად არიან ადამიანები, ვინც საზრდოობს ტყუილით, ბოროტებით, სიძულვილით და თუკი რაიმე უბედურება შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობენ“, – განაცხადა კალაძემ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უცნობი პირები თავს დაესხნენ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს და უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველს, ზურაბ ადეიშვილს. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ადეიშვილი 4-მა პირმა სცემა. პოლიციასა და პროკურატურაში წყაროზე დაყრდნობით, ისინი მომხდარს საქართველოში მის მოღვაწეობას უკავშირებენ.

უკრაინული მედია: ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g