LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ

164
pjimage

კიევში უცნობმა პირებმა ზურაბ ადეიშვილს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადეიშვილს ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს, სცემეს და გაუჩინარდნენ.

მიყენებული დაზიანების გამო ადეიშვილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.

კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.

„7 თებერვალს კიევის პოლიციაში ექიმების მხრიდან შევიდა ინფორმაცია, რომ ტვერსკის ქუჩაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულია მამაკაცი, რომელიც უცნობმა პირებმა სცემეს. მისამართზე გავიდა საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. წინასწარ დადგენილია, რომ დაზარალებულს ქუჩაში მიუახლოვდა ოთხი უცნობი პირი, სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ. 49 წლის დაზრალებული ჰოსპიტალიზებულია“, – აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g