LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის

1021
meufe-grigoli-eb461

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ორი ეპარქიის ახალი მმართველი მღვდელმთავარი დანიშნა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიას ​რუსთველი მიტროპოლიტი იოანე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ეპარქია ივნისის თვეში მიტროპოლიტი კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის გარეშე დარჩა.

ასევე უკვე ცნობილია, ვინ შეცვლის მეუფე პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში. აღნიშნული ეპარქიის მმართველი წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია  იქნება. მეუფე გრიგოლი ჯერ კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს, შემდეგ კი ეპარქიას ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სინოდის სხდომაზე, პატრიარქის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს. 

 

magti 5g