LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე სტეფანე: 2008 წელი გავიხსენოთ, იქ რომ ჩვენი მხრიდან შეჩხიკინება არ ყოფილიყო და სხვანაირად გვემოქმედა, შეიძლება 30 კილომეტრში ჯარი აგვეცილებინა

256
1

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ქადაგების დროს რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს გამოეხმაურა.

მეუფემ განაცხადა, რომ უგუნური, ურაპატრიოტიზმის გრძნობით შეპყრობილი ხალხი ამბობს, რომ ქართულ ეკლესიას არ ჰქონდეს ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან.

მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა და თქვა, “რომ არ ყოფილიყო ასეთი უაზრო ურაპატრიოტული ქმედებები, შეიძლება, საერთოდ სხვა სიტუაცია ყოფილიყო:

“2008 წელი გავიხსენოთ, იქ რომ არ ყოფილიყო ასეთი უაზრო ურაპატრიოტული ქმედებები, შეიძლება, საერთოდ სხვა სიტუაცია ყოფილიყო.

იქ რომ ჩვენი მხრიდან შეჩხიკინება არ ყოფილიყო და სხვანაირად გვემოქმედა, შეიძლება აგვეცილებინა 30 კილომეტრში ჯარი, იქ კიდევ ახალგორი და კოდორი – არც ერთი და არც მეორე არ უნდა დაკარგულიყო გონიერი ხელისუფლების ხელში.

სწორედ ესენი ახალი გვეუბნებიან, მოდი, ახლა ვიომოთ, დავეტაკოთ, ვიჩხუბოთ და შედეგი რა, ჩვენ მოვალთ სათავეში. მეტი არაფერი”, – თქვა მან.

მეუფე სტეფანე ასევე გამოეხმაურა განცხადებებს, თუ რატომ არ ეხმარება საქართველო უკრაინას:

“ვინც ლაპარაკობს, რომ საქართველოს შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ჰუმანიტარული დახმარებით და ლოცვით და ასე შემდეგ, ჩვენ ახლა სამხედრო მხარდაჭერა, ვინც ამას გვეუბნება, ფაქტობრივად, საქართველოს გაწირვას ლამობს, რადგან ჩვენი შესაძლებლობები თუნდაც უკრაინასთან შედარებით ნაკლებია.

მეორეც, საზღვარზე უკრაინასთან არის პოლონეთი, უნგრეთი… ჩვენთან არის თურქეთი და ა.შ  ჩვენ რომ ომში ჩავებათ, ვინ უნდა დაგვიჭიროს მხარი, თურქეთი დაგვიჭერს მხარს, შემოვა და დააყენებს თავის ბაზებს. ვისაც მაინც და მაინც ომი უნდა, ჯერ ერთი, შენ ვერ გაიმარჯვებ და თუ ისეთი ვითარება იქნება, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა გქონდა, ნატოს ქვეყანა რომელიც შენს გვერდით არის, არის თურქეთი და ჩვენ უნდა მივმართოთ მას დახმარებისთვის, რადგან მარტო რუსეთს ვერ მოვერევით, უკრაინა ვერ ერევა და ითხოვს დახმარებას, იქ შეიძლება ვერ შედიან და აქეთ კი შეიძლება შემოვიდნენ, არაფერია გამორიცხული.

უგუნური ხალხი, ურაპატრიოტიზმის გრძნობით შეპყრობილი იძახის, რომ ჩვენმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიასთან ამხილოს, რომ რუსეთის ჯარი რატომ შევიდა უკრაინაში, რომელმა ეკლესიამ ამხილა, ჩვენთან რომ შემოვიდა რუსეთის ჯარი, ასევე ამბობენ, არ გვქონდეს ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან”, – აღნიშნა ქადაგების დროს მეუფე სტეფანემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები