LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკაში 6 წლის მოზარდი გარდაიცვალა

2915
ციციშვილის კლინიკა

ციციშვილის კლინიკაში 6 წლის მოზარდი გარდაიცვალა. როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, ბავშვს კორონავირუსთან ერთად, ბევრი ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა და პაციენტი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. 

ციციშვილის კლინიკის დირექტორის, მაია ჩხეიძის თქმით, მოზარდი კლინიკაში შესვლისთანავე, პარასკევს უკვე მართვით სუნთქვას საჭიროებდა, დღეს კი მდგომარეობა დამძიმდა.

„ბავშვს ბევრი ქრონიკული დაავადება ჰქონდა. კერძოდ, ბავშვთა ცერებრული დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, ეპილეფსიური სინდრომი.. კოვიდის ფონზე, შოკი განვითარდა და პაციენტი დღეს გარდაიცვალა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ციციშვილის კლინიკის დირექტორმა, მაია ჩხეიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g