LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჩხაიძე: ციციშვილის კლინიკაში მომართვიანობა არ მომატებულა – მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა

76
მაია 34

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ  „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.

მისი ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს და დღის განმავლობაში, კლინიკიდან დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ.

„ამ ეტაპზე, საწოლები გვაქვს. გასაწერია 35 პაციენტი, რამდენიმე საათში გაეწერებიან და კიდევ უფრო მეტი ადგილი გამოჩნდება. ამ ეტაპზე, 12 ადგილი მაინც არის. რეანიმაციაში ახალი მძიმე პაციენტი არ შემოსულა.

3 პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, სტაბილურად მძიმედაა და ისევ მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ამ ეტაპზე, სასწრაფოსაც მოჰყავს წლამდე ასაკის ბავშვები ან რისკჯგუფის პაციენტები.

ამ დროისთვის, 12 წლის ზემოთ, აცრილი პაციენტი არ გვყავს.

მომართვიანობა არ მომატებულა, ვითარება სტაბილურია, მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა“ – აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 

ქვეყანაში კორონავირუსის 113 771 აქტიური მიმდინარე შემთხვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები