LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

109
ციციშვილის კლინიკა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა. როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მაია ჩხაიძის განცხადებით 17 დღის ახალშობილი ბათუმიდან იყო გადმოყვანილი. ექიმის განცხადებით ჩვილი 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა და ციციშვილის კლინიკაში დაინტუბირებული, უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.

“თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“,-აღნიშნავს ჩხაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g