LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი ბავშვიდან ორის მდგომარეობა გაუმჯობესდა – რა სიმპტომები ახასიათებს “დელტა” შტამს

164
chvilebi

მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი მცირეწლოვანიდან ორის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, ერთი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, ამის შესახებ „ფორტუნას“ ციციშვილის სახელობის ბავშთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა.

„ორი ბავშვის მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, ერთი ბავშვის მდგომარეობა კი კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება. ზოგადად კოვიდინფიცირებულ ბავშვების რაოდენობა გაიზარდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ეს დელტა შტამს უკავშირდება, რადგან ის უფრო მეტად გადამდებია ბავშვებშიც და დიდებშიც. 

ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის რეანიმაციაში 19 არასრულწლოვანი მკურნალობს.

„16 პაცინეტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ძირითადად, მათ კოვიდინფექციის გარდა თანმხლები დაავადებები აქვთ. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე“. – აცხადებს ჩხაიძე.

კითხვაზე, როგორ უნდა გავარჩიოთ დელტა შტამით დაინფიცირება ამ ვირუსის სხვა შტამებისგან, ჩხაიძე პასუხობს:

„დელტა შტამის სხვა შტამებისგან კლინიკურად განსხვავება შეუძლებელია, ამ მიმართულებით მსოფლიოში კვლევები მიმდინარეობს და  საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაუდიათ. ამ შტამით დაინფიცირებული მოზრდილები ამბობენ, რომ ყნოსვა და გემოვნება შედარებით ნაკლებად უქვეითდებათ. 

პირველ რიგში მათ აწუხებთ რინიტი, ასევე ყელისა და თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. ეს ნიშნები კი ისედაც ყველას შტამს აქვს“. – ამბობს მაია ჩხაიძე „ფორტუნასთან“.

მაია ჩხაიძის თქმით, აუცილებელია, შექმნილ სიტუაციაში რეკომენდაციების დაცვა.

„ძალიან მკაცრად უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგულაციები შემსუბუქებულია. დახურულ სივრცეში არ უნდა შევიდეთ ნიღბის გარეშე, ღია სივრცეშიც თუ ბევრ ადამიანებს ვხვდებით, არ უნდა მოვიხსნათ პირბადე და რაც მთავარია, უნდა აიცრას მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი ნაწილი. მოგეხსენებათ, ვაქცინაცია დაავადებისგან სრულად არ გვიცავს, მაგრამ მძიმედ მიმდინარეობისაგან და ჰოსპიტალიზაციისგან გვიცავს. თუ მშობლები და ოჯახის ყველა წევრი აცრილები იქნებიან, დაინფიცირებულ ბავშვბების რაოდენობაც იკლებს“. – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები