LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციფრული ვალუტის ეფექტურობა: ევროპაში ბიტკოინ-ბანკი ფეხს იკიდებს

42

ვენაში პირველი „ბიტკოინ-ბანკი“ გაიხსნა. დაწესებულების მთავარი დანიშნულება – ციფრული კრიპტოვალუტის ნაღდ ფულზე გადაცვლა და ფულის ამ ერთეულზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებაა.
საინტერესოა, რომ იანვარში ციფრული ვალუტის კურსმა ძალიან აიწია და ბოლო 3 წელიწადში პირველად – ათას დოლარს გადააჭარბა. უფრო მეტიც, ბიტკოინი 2016 წლის ყველაზე ეფექტურ ვალუტად აღიარეს და შესაბამისად, მსგავსი ბანკის არსებობა უკვე აუცილებლობად იქცა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ვალუტის კურსის ზრდა ჩინეთის დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ აზიაში სავაჭრო ოპერაციების დიდი ნაწილი სწორედ ამ ვალუტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g