LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხეები მავთულხლართების გარეშე – როგორ ცხოვრობენ პატიმრები დანიაში

249

სკანდინავიის ქვეყნებში ბევრი ციხე სულაც არ ჰგავს ციხეს. Washington Post წერს, რომ “ღია” ციხეებში პატიმრებს აცვიათ საკუთარი სამოსი, თავად იმზადებენ საჭმელს და ოჯახის წევრებს მათთან კვირაში ერთხელ ვიზიტი შეუძლიათ.

ასეთ ციხეებს არ აქვს მავთულხლართებიანი კედლები, არ დგანან სათვალთვალო კოშკურებში შეიარაღებული მცველები. ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ უმჯობესია, პატიმრებს შეეძლოთ გაქცევა, ვიდრე მძევლად აიყვანონ ციხის თანამშრომლები და ისე სცადონ ტერიტორიის დატოვება.

პენიტენციალური სისტემის წარმომადგენელი ამბობს, რომ გაქცევა ყველას შეუძლია, თუმცა დიდი ალბათობაა, რომ შემდეგ მკაცრი რეჟიმის ციხეში მოხვდნენ.

აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთვევები საკმაოდ იშვიათია. 2014 წელს მხოლოდ ერთი პატიმარი გაიქცა. 2013 წელს ქვეყნის მასშტაბით ციხეებში სამმა ადამიანმა მოიკლა თავი და გარდაცვალების 5 სხვა შემთხვევა დაფიქსირდა. შედარებისთვის, ამერიკაში ამავე წელს 4 446 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g