LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის ციხის პატიმარი „ვივამედში“ გარდაიცვალა – ოჯახი განმარტებას ითხოვს

201
გლდანის ციხე

კლინიკა „ვივამედში“ გლდანის ციხის პატიმარი გარდაიცვალა.

პენიტენციურ სამსახურში „ფორტუნას“  პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა უწყებას ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

გავრცელებული ინფორმაციით,  პატიმარი ალექსი ნადირაძე მკვლელობისთვის  იყო დაკავებული,  მას თანასოფლელის მკვლელობას ედავებოდნენ.

გარდაცვლილის ოჯახს უთხრეს, რომ 40 წლამდე მამაკაცი ციხეში მოულოდნელად დამძიმდა, სიცოცხლის ბოლო საათები კი კლინიკა „ვივამედში“ გაატარა.

პატიმრის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

„რა მოხდა გლდანის ციხეში ისეთი, რომ ბრალდებულის სააავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო“, – ალექსი ნადირაძის ახლობლები განმარტებებს ითხოვენ.

30 ოქტომბერს საქმის არსებითი მოსმენა იყო ჩანიშნული, გამხდარა ცუდად, გადაუყვანიათ “ვივამედის” კლინიკაში და იქ გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ვნახე და მას არ უთქვამს, რომ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მით უმეტეს, მე თვითონაც შევეკითხე“. – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი მედიასთან საუბარში.

ნადირაძე სასჯელს გლდანის ციხეში მაისიდან იხდიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები