LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხეში ემზადებოდა, საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა… ახლა სწავლობს, თან მუშაობს „ამაზონში“, რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში“ – ნინო ჟვანია ბუსა ჟვანიაზე

28963
BeFunky-collage (3)

ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ჟვანიამ „კვირის პალიტრასთან“ გულახდილად ისაუბრა.

ნინო მოჰყვა როგორ გაგრძელდა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება.

„ყველაზე რთული მარტოობაა. არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. ცდილობ საქმეზე იყო ორიენტირებული, მაშინ ძალიან მალე დავიწყე მუშაობა, ვარჯიში – თითქმის 2 კვირაში, რათა ყურადღება გადამეტანა. ეს თვისება მაქვს, რაც არ უნდა დაეცე­ ადამიანი, უნდა ადგე, სანამ ადგომა შეგიძლია და მერე ცხოვრება გეხმარება. ძალიან მომეხმარა ოჯახი, ადამიანების დამოკიდებულება, ახლაც, სადაც მივდივარ, ყველგან ზურას ძალიან დიდი სიყვარულით იხსენებენ,“ – აღნიშნა ნინომ.

– როგორი მამა იყო, ჰქონდა დრო შვილებთან დროის გასატარებლად? ბავშვები რამხელები იყვნენ, როცა ეს ამბავი მოხდა?

– მე 38 წლის ვიყავი, ლიზა – 10 წლის, ბუსა 8-ის, ხოლო ანჩო 6 წლის. კვირაში ერთი დღე, კვირას, ზურა აუცილებლად იყო ჩვენთან. დიღმის იქით ერთი სოფელია, იქ გვაქვს სახლი და თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იქ ვიყავით. უცნაური თვისება ჰქონდა – ყველა დეტალს ამჩნევდა. სახლში რომ შემოვიდოდა, ყველაფრის აზრზე იყო. მომთხოვნი იყო, ბავშვებთანაც მკაცრი. ერთხელ, ლონდონში წავედით, ლიზა გვახლდა და აღმოაჩინა, რომ ლიზამ ინგლისური არ იცის. ალბათ, მაშინ ლიზა 8 წლის იქნებოდა, ძალიან იჩხუბა (იცინის) და უთხრა, არ დავინახო, ისე ჩახვიდე ქვეყანაში, რომ ენა არ იცოდე იმ ქვეყნისო. იმ დროს ლიზა სკოლაში გერმანულს სწავლობდა, გერმანულით დაიწყო.

კითხვაზე 2020 წელს, ბუსას შემთხვევის დროს, რომ ზურაბ ჟვანია ცოცხალი ყოფილიყო, რას ეტყოდა, რა პოზიციას დაიჭერდა ნინო ჟვანია ასე პასუხობს:

– ალბათ, იმავეს, როგორიც მე. აუცილებლად დაინტერესდებოდა, გამოიკითხავდა. მე ყველაფერი ვიცი და ამაზე ნასაუბრები გვაქვს მე და ბუსას. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა. ციხეში ყოფნამ მოუწია, მაგრამ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენა განვითარებისთვის. კვირაში ერთხელ მიმქონდა ერთი 10 წიგნი – დაწყებული დოსტოევსკით და უელბეკით დამთავრებული – ყველაფერი წაიკითხა. ამას გარდა, ემზადებოდა მათემატიკის გამოცდისთვის. საერთაშორისო მათემატიკის გამოცდაში ისეთი მაღალი ქულა მიიღო, მსოფლიო მაჩვენებლით ტოპ-2%-ში შევიდა და ძალიან კარგ უნივერსიტეტში მიიღო სტიპენდია. ახლა სწავლობს, თან მუშაობს „ამაზონში“. რაც შეემთხვა, ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში.

ვრცლად ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g