LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ციხის შიში ადამიანებმა უკვე დიდი ხანია დაკარგეს…იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან: გია ვოლსკი სააკაშვილის განცხადებაზე

75
1543488798-ვოლსკი5

„ციხის შიში ადამიანებმა უკვე დიდი ხანია დაკარგეს და არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან“, – ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა, რითიც მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ „ციხის შიში საერთოდ გაუქრა“.

მისივე განმარტებით, „სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მელიას ციხეში გადაეხადა თუ არა გირაო, გამოსულიყო თუ არა ციხიდან, მაგრამ მისგან გმირი და პოლიტიკური ტანჯული ვერ აქცია“.

„ციხის შიში ადამიანებმა დაკარგეს უკვე დიდი ხანია და არა მელიას გამო, იმის გამო, რომ იქ არ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან როგრც ეს მისი მმართველობის პერიოდში იყო და რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო მელიაც და ძალიან ბევრი პოლიტიკოსიც, რომელიც ახლა ტელეეკრანიდან ჭკუას გვასწავლის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვიდეო: ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ – მჯერა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც: ნიკა მელია

magti 5g