ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა და სჯერა, რომ „არც ისე შორეულ პერსპექტივაში კვლავ შეხვდება მას, არა კიევში, არამედ თბილისში“.
“2 წელი და 7 თვეა ჩვენ არ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა. მე ფიზიკურად პასპორტი არ მქონდა, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. მიშას სამწუხაროდ, დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა ჩამოვიდეს იქ, სადაც ეკუთვნის ყოფნა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. მჯერა, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში ჩვენ კვლავ შევხვდებით არა მხოლოდ კიევში, არამედ თბილისშიც, ეს ასეც უნდა იყოს და შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს.
ამისათვის მნიშვნელოვანია საერთო სტრატეგია იყოს შემუშავებული, მტერი არ გავახაროთ. უამრავი ხაფანგი დაგებული დამხვდა ციხიდან რომ გამოვედი, ბევრი ადამიანი ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ რაიმე გაუგებრობა მოხდეს ოპოზიციაში. ჭორებს ავრცელებენ, თითქოს მიშასთან დაძაბული ვითარება მაქვს, რაც არის პირიქით.
იმაზე გონიერი ხალხია ოპოზიციაში და “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიდრე მავანს გონია, ამიტომ არავის მივცემთ უფლებას პროვოკაციაზე წამოგვაგოს და სახელმწიფოებრივი საფუძვლები ბოლომდე ამოიშანთოს. მთავარია ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ საქართველოში, პოლიტიკოსებმა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, ჩვენ თუ არ ვირწმუნეთ როგორ უნდა ირწმუნოს მოსახლეობამ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
