LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცინიკური კობახიძის გარდა ყოფილა საქმიანი ირაკლი კობახიძეც, გულზე არ მეხატება, მაგრამ: ელისაშვილი ამბობს, რომ ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა

105
FORTUNA.GE-

“რატომ მსაყვედურობენ, რომ მართლა აღმოვაჩინე, ცინიკური კობახიძის გარდა ყოფილა საქმიანი ირაკლი კობახიძეც, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგრად იცავდა თავის პოზიციებს. კი შემოვიდა სტუდიაში, მაგრამ მაგის გასაგონად კი არ ვამბობ, გულზე არ მეხატება და თვითონაც იცის, რომ გულზე არ მეხატება ბევრი რამის გამო. მაგრამ იქ იყო საქმიანი და მერე როგორც უნდოდათ, ისე თარგმნეს ეს ამბავი.” – პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება პოლიტიკოსების კრიტიკას, რომელიც მოჰყვა მის განცხადებას ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით.

ელისაშვილმა ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა.

მანამდე ელისშვილმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების მაგიდასთან განსხვავებულია და უფრო საქმიანად იქცევა, ვიდრე საჯარო გამოსვლების დროს.

“მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, როგორც ჩანს, გარეთ რაღაც როლს თამაშობს და მან ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა”

“ჩემთვის აღმოჩენაა, რომ აბსოლუტურად სხვანაირი არის კობახიძე მოლაპარაკებებზე. როგორც ჩანს, გარეთ რაღაც როლს თამაშობს და შიგნით იყო საქმიანი, მშვიდი, წყნარი, ჩვეულებრივი. სიმართლე გითხრათ, მიკვირდა, რომ ვუყურებდი. მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე. იქ არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული. ჩვეულებრივად ზის და მუშაობს. აქ აქვს რაღაც როლი, როგორც ჩანს.”- ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g