ჯგუფ Circus Mircus-ის „ევროვიზია“ 2022-ის საკონკურსო სიმღერის „Lock Me In” ვიდეორგოლის პრემიერა ახლახან შედგა თავად მუსიკალური კონკურსის „იუთუბ“ პლატფორმაზე. მასში მონაწილეობს ქართველი ხელოვანი, ვიზუალური არტისტი, უტა ბექაია.
ვიდეოს უკვე აქვს კომენტარები ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან.
მათ შორის ერთ-ერთი ქართველი ასე აფასებს წარმოდგენილ კლიპს: „მესიჯი გასაგებია : `ეს გინდოდა? ცირკი გინდოდა, ევროვიზიავ? ჰოდა, მიიღე!” 🙂 ბრავო, მაგრები ხართ! “
კომენტარებში წერენ, რომ სიმღერაც და ვიდეორგოლიც, როგოც ყოველთვის, ორიგინალური მუსიკალური გზავნილია საქართველოდან.
„ევროვიზია“ იტალიის ქალაქ ტურინში 10, 12 და 14 მაისს გაიმართება.
საქართველო კონკურსის მეორე ნახევარფინალში, 12 მაისს მე-5 ნომრად წარდგება.