ევროვიზიის მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში ათი ქვეყნის მონაწილე გადავიდა. მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.
ჯგუფი Circus Mircus ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალში წარდგა მსმენელის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი მეხუთე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – Lock Me In შეასრულა.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში ათი მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ფინეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, პოლონეთი, რუმინეთი, ბელგია და შვედეთი.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ ტურინში დღეს გაიმართა.
ევროვიზიის ფინალი 14 მაისს გაიმართება.
