LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სუხიტაშვილი: „დედამიწაზე უკვე გავიარე 6-თვიანი ჯოჯოხეთი…“

109
ლევან სუხიტაშვილი

მსახიობი ლევან სუხიტაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, თუ როგორ იჯდა ციხეში ექვსი თვის განმავლობაში და ამ დროს ჯოჯოხეთად მოიხსენიებს:

„პირადად მე ძალიან გამომადგა ის, რაც გავიარე ქუჩაში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და მათ შორის, ციხეშიც, სადაც პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით ვიჯექი.

ციხის გარემომ როგორ იმოქმედა შენს ფსიქიკაზე და რა გამოცდილება დაგიტოვა?

მიმაჩნია, რომ უდანაშაულო ვიყავი, 4-დან 7 წლამდე მომისაჯეს და სამი ადვოკატის გამოცვლის შემდეგ, გირაო შემიფარდეს და ოთხწლიანი პირობითით გამომიშვეს. სულ 6 თვე მომიწია გლდანის ციხეში ჯდომამ და ამ დღეებმა უდიდესი გამოცდილება დამიტოვა. მაშინ ციხეში არ იყო საჭირო ექვსი წელი ჯდომა, ყველა ეტაპს და საშინელებას, მაქსიმუმ, ერთ კვირაში გადიოდი. სულ ვამბობ, მე უკვე გავიარე 6-თვიანი ჯოჯოხეთი დედამიწაზე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g