LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისანა სეფიაშვილი ბებია გახდა: „აღარ მინდა საჯაროდ საკუთარი ბედნიერების გაზიარება…“

2766
ცისანა-სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი ახლახან ბებია გახდა. მის ვაჟს – დადას, შვილი შეეძინა, რომელსაც ნიკო დაარქვეს.

ცისანა სეფიაშვილს fortuna.ge-მ მისალოცად დაuრეკა. მომღერალსა და ტელეწამყვანს ძალიან გაუხარდა ჩვენი მილოცვა, მაგრამ შვილიშვილთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანებს სხვისი ბედნიერება აღარ უხარიათ…

ცისანა, გილოცავთ შვილიშვილის შეძენას!..

დიდი მადლობა!..

როგორი ემოციები გაქვთ, გაგვიზიარებთ?

სამწუხაროდ, ჩემს ემოციებს ჩემთვის დავიტოვებ და გაზიარება არ მინდა. ინტერნეტსივრცეში დღეს რაც ხდება, ძალიან დამთრგუნველია… ფეხბურთელი იქნება, მომღერალი, ბედნიერი წყვილი თუ სხვა, რაც ბედნიერებასა და წარმატებასთან არის დაკავშირებული, მაინც ძალიან ნეგატიურ გამოხმაურებას იწვევს…

აღარ მინდა საჯაროდ საკუთარი ბედნიერების გაზიარება. ძალიან ცუდია, რომ ადამიანები არ არიან ბედნიერები, როცა სხვის წარმატებას ხედავენ.

ვიწრო წრეს, ვისაც უხარია, იმასთან ერთად გავიზიარებ… ეს ხომ ჩვენი დღევანდელი რეალობაა და ასე დაწერეთ. ამდენი ბედნიერება ხდება და არავის არგებენ… რაღაცნაირად გავერიდე ამ ყველაფრის შემყურე, ჩემდა სამწუხაროდ, რადგან გული ძალიან მტკივა. მე ყველას ბედნიერება მიხარია და ყველას ტკივილი მტკივა. უცხო ადამიანების ბედნიერებაც…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები