LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა“ – ორბელიანის მოედანზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 19 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს

183
დაკავება

25 იანვარს, თბილისში, ორბელიანის მოედანზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა.

მამაკაცი, რომელიც ორბელიანზე დაჭრეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა 

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g