LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხედარს დაზიანებები ყელზე აღენიშნება – ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

225
resize_TKUzesvjtGZpHrI93FNnY0qCaL1EJf42_980x590

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება,“ – განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში, ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g