LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი ნევროლოგიური სტატუსი კვლავ მძიმეა – ადვოკატები სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას და საექსპერტო კვლევის ჩატარებას მოითხოვენ

92
1

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვლავ მძიმეა.

ამის შესახებ გვარამიამ განაცხადა პროკურატურასთან, სადაც “არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის” ფაქტებთან დაკავშირებით,  სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე, ადვოკატებმა განცხადება შეიტანეს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზაც:

“ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ მხოლოდ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება.

თავიდანვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც ნიშნავს სომატურ გამოკვლევას თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს, ასევე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს.

ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას, ეს იქნება ცენტრი “ემპათია” და ასევე დანიშნოს სახელმწიფომაც ექსპერტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ მივიღებთ სახელმწიფოს მიერ მართული საექსპერტო ბიუროს ექსპერტიზაში მონაწილეობას.

რაც შეეხება ნევროლოგიას, მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის კვლავ მძიმე. ზოგიერთის შეფასებით, არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს გაუმჯობესებები არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, არ აქვთ.

სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის, პირიქით, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვრის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ პროკურატურისგან, სახელმწიფო ინსპექტორის ოფისისგან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსპერტიზაზე გადაწყვეტილებების მიღებას”, – განაცხადა გვარამიამ.

პოპულალურები