სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ამბობს, რომ ცხელ ჩაიში ლიმონის მოთავსება არ შეიძლება.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ჩაი ლიმონთან ერთად უმრავლესობის საყვარელი კომბინაციაა, ეს არ უნდა გავაკეთოთ:
„თუ მაშინვე, როდესაც მდუღარე ჩაიში მოვათავსებთ ლიმონს, ეს არასწორი ქმედებაა, რადგან მაღალ ტემპერატურაზე ის სასარგებლო თვისებები და კომპონენტები, რაც ლიმონს გააჩნია, კვდება და ვიღებთ პროდუქტს, რომელიც აღარ არის სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ამიტომ თუ გვსურს, რომ ლიმონმა შეინარჩუნოს მისი სასარგებლო თვისებები სრულყოფილად, ჩაიში უნდა მოვათავსოთ ოდნავ გაგრილების შემდეგ“, – ამბობს არაბული.