ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გვიზიარებს რჩევებს, რომლითაც ადამიანებს, წონაში კლება ჯანსაღი გზით შეუძლიათ.
ნატა გაგუა წერს, რომ „ცხიმი ადამიანების მეგობარია, ოღონდ ჯანსაღი ცხიმი“.
„რევოლუცია თქვენს თეფშზე
ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა, რომ ცხიმი ჩვენი მტერია, სინამდვილეში კი მთავარი დამნაშავე, რომელიც წონაში მატებას იწვევს, იმალება პურში, მაკარონსა და „უცხიმო“ რძის ნაწარმში. დროა, სიმართლე გავიგოთ.
შეწყვიტეთ კალორიების თვლა და დაიწყეთ ჰორმონებზე ფიქრი. აი, როგორ მუშაობს ეს მოჯადოებული წრე:
1️⃣ შაქარი და თეთრი ფქვილი = „ინსულინური ქარიშხალი“
როცა მათ მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ ინსულინს, რომელიც სისხლში შაქარს… ცხიმად აქცევს! და რაც ცუდია, ეს ჰორმონი ამ ცხიმს „კეტავს“ უჯრედებში და აბრკოლებს ორგანიზმს ენერგიისთვის მისი გამოყენების საშუალებას. შედეგი? ერთდროულად ვიმატებთ წონაში და უფრო მეტად გვიძლიერდება მადა.
2️⃣ ცხიმი თქვენი მეგობარია, ოღონდ ჯანსაღი ცხიმი!
დაივიწყეთ მარგარინი და რაფინირებული ზეთები. თქვენს ტვინს და მეტაბოლიზმს სჭირდება ჯანსაღი ცხიმები, რომ შიმშილის ცენტრი დაარეგულიროს.
✅ მიირთვით: ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ნუში, ნიგოზი, ნატურალური კარაქი.
❌ მოერიდეთ: მზესუმზირის, სოიოს ზეთებს.
3️⃣ იკვებეთ იმით, რასაც ჩვენი ბებიები იცნობდა! 👵
ყველაზე მარტივი წესი: თუ პროდუქტს გრძელი და გაუგებარი შემადგენლობა აქვს, ან აწერია “დაბალკალორიული” – დატოვეთ თაროზე. თქვენი სხეული იმსახურებს ნატურალურ საკვებს: ხორცს, თევზს, კვერცხს, ბოსტნეულს, ხილს.
4️⃣ ბოსტნეულის ოქროს წესი: რაც მიწის ზემოთაა!
ისპანახი, კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი – თქვენი საუკეთესო მეგობრებია. კარტოფილი? ის ბოსტნეულის სამყაროს “თეთრი პურია”. მოექეცით სიფრთხილით.
ეს მხოლოდ საძირკველია! საკვების კორექცია რაციონში ბრძოლის ნახევარია. მაგრამ რა ვუყოთ დისტრესს, უძილობას და იმ დაუძლეველ სურვილს, როცა ყველაფრის ერთად ჭამა გვინდა?
მეორე ნაწილში გაგიზიარებთ 7 ჩვევას, რომელიც თქვენს შედეგს სამუდამოდ განამტკიცებს.
💬 მანამდე კი, დაწერეთ კომენტარებში: რომელი მითი დაიმსხვრა თქვენთვის დღეს? 👇“< – წერს ნატა გაგუა.