LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი: ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის რეჟიმი მარტივდება

101
112049 (1)

ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის რეჟიმი მარტივდებს. ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ.

ინფორმაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდი ავრცელებს.

გამარტივებული პროცედურით ისარგებლებს ახალგორისა და ჯავის რეგიონის მოსახლეობა – მათ ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვის ჩათვლით შეეძლებათ გადაადგილება. საუბარია ე.წ. გამშვებ პუნქტებზე “რაზდახანი” (ოძისი/მოსაბრუნი) და “პერეუ” (პერევი).

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ცნობისთვის, “რაზდახანის” (ოძისი/მოსაბრუნის) ე.წ. გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g