LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხინვალში პუტინის სახელობის ქუჩა გაიხსნა

100
1028563185

ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქის მერმა ალან კოჩიევმა განაცხადა. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში კომისია შეიკრიბება, რომლის ყველა წევრი ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერეს.

„დედაქალაქის ერთ-ერთ ლამაზ ქუჩას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელი ერქმევა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის დაბადების დღეს უკავშირდება და სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერისთვის მადლიერებას გამოხატავს“, – განაცხადა კოჩიევმა.

პუტინმა დაბადების დღეზე საკუთარ თავს და მედვედევს ხელფასი გაუზარდა

ხელფასების ზრდამ, რომელიც პუტინის ბრძანებითაა გათვალისწინებული 4,3% შეადგინა და ინფლაციასთანაა დაკავშირებული.

აღნიშნულ ქუჩას მანამდე მოსკოვის ქუჩა ერქვა. ის ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი ქუჩაა და მასზე უნივერსიტეტის კომპლექსი, დიდების ხეივანი, სტადიონი და ავტოსადგური მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღე 7 ოქტომბერს იყო. რუსეთის პრეზიდენტს 67 წელი შეუსრულდა.

 

იუბილარი პუტინი დაბადების დღეს ველურ ბუნებაში ატარებს [ვიდეო]

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g