სამხრეთ ოსეთში, ქალაქ ცხინვალთან, ოკუპირებულ დასახლება ნოგყაუში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს იუწყება. რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სამგზავრო მანქანაში გარდაცვლილი პირები – მამაკაცები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.
„ისინი მანქანაში იპოვეს და მათ არ აღენიშნებოდათ ძალადობის ნიშნები. შეტყობინება შსს-ს მორიგე სამმართველომ კვირას, დაახლოებით 17:45 საათზე მიიღო.
გარდაცვლილები ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთში მცხოვრები 40 და 35 წლის მამაკაცები აღმოჩნდნენ“, – განაცხადეს დე ფაქტო შსს-ში.