81 წლის ამერიკელი ტელეწამყვანი, ბიზნესმენი, მწერალი, ყოფილი მოდელი მართა სტიუარტი Sports Illustrated-ის გარეკანზე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის ყველაზე ასაკოვანი მოდელი გახდა ისტორიაში, ვინც გამოცემის გარეკანზე საცურაო კოსტიუმით გადაიღეს. როგორც სტიუარდი ამბობს, მისი მთავარი მიზანი იყო ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის ეჩვენებინა, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია კარგად გამოიყურებოდე, ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორ უყურებ და აფასებ საკუთარ თავს.
„იმედი მაქვს, ეს გარეკანი შთაგონების წყარო გახდება თქვენთვის, რომ საკუთარ თავს მოუწყოთ გამოწვევა და რაღაც ახალი სცადოთ“, – აცხადებს სტიუარტი.
ფოტოსესიაში მან უამრავი შთამბეჭდავი „ლუქი“ მოირგო, საზოგადოების აღფრთოვანება კი გამოიწვია იმ ფოტოებმა, რომელშიც ის საცურაო კოსტიუმში პოზირებს. 81 წლის ვარსკვლავი იდეალურად გამოიყურება.
ფოტო: „როგორ უხდებიან ერთმანეთს“ – 79 წლის მართა სტიუარტი და სნუპ დოგი სანთებელების ბიზნესს იწყებენ