LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხოვრება ჩემდა უნებურად გრძელდება.. ღამით ზეცას რომ ავხედავ ყველაზე ცელქი და ყველაზე ბრჭყვიალა ჩემი ვარსკვლავია – სახელად ნიკო – იზა ომაძე

696
იზა ომაძე 22

„არა ბოროტებას ხალხო არაააააააა, რომლის სიოც ჩრდილოეთიდან უბერავს და შვილებს მომავალს ართმევს“. – ამ შინაარსის პოსტი განათავსა სოციალურ ქსელში  2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ.

იზა ომაძე წერს, რომ ცხოვრება მისდა უნებურად გრძელდება.

იზა ომაძის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„და ქმნილებაში ჩაძერწილი შენი ხატება,
ჩვენს სიყვარულზე მოუყვება
შთამომავლობას.”
მიქელანჯელო ❣️
სონეტი❣️
მისი სილამაზით გაბრუება, მისი შინაგანი ბუნების განცდა კი გაშოროთ უფალმა, ხვალ ისევ მივალ და ხვალაც ისევ იმას ვთხოვ სიზმრად მესტუმრე-  მეთქი.???

“წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.”???
ხვალ მიცვალებულთა ხსენების დღეა. კალენდარით, ჩვენთვის ყოველი წუთი, ფიქრი, მისია.
დარდს დარდზე არ დაგიმატებთ, ისედაც დაზაფრულთ, ერთს ვიტყვი უფალი მოწყალეა :

ხელოვნურად ჩამქრალი ვარსკვლავის სანაცვლოდ მან მრავალი გაანათა, დაე იბრწყინონ, იბედნიერონ, მიყვარს მომავალი თაობა, მეამაყება და მეიმედება ჩვენი შვილები♥️♥️♥️

ჩვენ ზეცაში და თქვენ დედამიწაზე დაგილოცოთ უფალმა შვილები❣️❣️❣️

ცხოვრება ჩემდა უნებურად გრძელდება…
ის კი ვიცი, ღამით ზეცას რომ
ავხედავ ყველაზე ცელქი და ყველაზე ბრჭყვიალა ჩემი ვარსკვლავია – სახელად ნიკო♥️ რომელიც სწორედ იმიტომ ცელქობს რომ მისი თაობა ეამაყება❣️
არა ბოროტებას ხალხო არაააააააა, რომლის სიოც ჩრდილოეთიდან უბერავს და შვილებს მომავალს ართმევს…“. – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ნინო ზამბახიძე: „ნიკოს ანი – ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ესეც მომავლის გოგოა!“

„ეს ბიჭი ქვეყნის მტრებმა მოკლეს, მოკლეს საბჭოთა მეთოდებით, კიდევ ერთხელ მინდა, რომ უყუროთ“ – იზა ომაძე ნიკო კვარაცხელიას შესახებ სიუჟეტს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g