ნიკო კვარაცხელიას დედის მეგობარი, ნინო ზამბახიძე გიორგი თარგამაძის სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც გამოჩნდა ნიკოს შეყვარებული გოგონა, რომელიც აღნიშნავს, რომ თავისი მეორე ნახევრის დაწყებულ საქმეს აუცილებლად გააგრძელებს.
ნინო ზამბახიძე წერს:
ნიკო და მისი საცოლე ერთად სწავლობდნენ, ერთი ღირებულებები ჰქონდათ და ერთად უნდოდათ, სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალათ! ნიკოს ანი – ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ესეც მომავლის გოგოა! თავისი მომავლის ბიჭის მომავლის გამგრძელებელი!“