LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: “ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა, საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა”

2947
BeFunky-collage (9)

ვერაზე, ანჯფარიძის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი 22 წლის ნიკო კვარაცხელია გარდაიცვალა.

ახალგაზრდა კაცს ჭრილობები გულმ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ნინო ზამბახიძე: "ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს"

"ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა"

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა – Facebook-ის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა – Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე პერიოდულად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა.

საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ.”-წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g