LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: “ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს”

33393
241978574-10227256569344868-6497462694124712568-n

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა.

ცნობილია გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა. ის 22 წლის ნიკო კვარაცხელიაა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებთქო დღეს დილით გავიგე რომ ჩემი ნიკო მოკლეს 8 ტყვია დააცალეს! ?? ვინ ხართ ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს”-წერს ნინო წამბახიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კეკელიძე: “ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა, საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები