ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში, რუბრიკის „ოჯახური სიხარული“ სტუმარი გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუაა.
მუსიკოსი რუბრიკაში ჰყვება, თუ როგორ შეცვალა მისი და მისი მეუღლის ცხოვრება ტყუპების – კირას და თუთას დაბადებამ და როგორია მათი ყოველდღიურობა.
„კირა და თუთა სამსახურში ჩემთან ერთად დადიან, ძიძა არ გვყავს“ – თეონა ცირამუა
როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, ტყუპების დაბადების შემდეგ ცხოვრება უფრო ბედნიერი გახდა, ვიდრე მანამდე იყო.
„ორი ბავშვის ერთად გაზრდა, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ იმხელა სიყვარული და იმდენი კარგი მომენტი ახლავს, რომ ბედნიერებაა! როგორც ჩანს, ბედნიერება სირთულის გარეშე არ მიიღწევა და ვართ ასე ბედნიერებაში.
ასე რომ, ცხოვრება გართულდა, მაგრამ ბევრად უფრო ბედნიერი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. უბედური არც მაშინ ვიყავი, მაგრამ ეს სხვა ბედნიერებაა, ასევე, სხვა პასუხისმგებლობა. ფაქტობრივდა, ადამიანს იბარებ. კი, შენი შვილები არიან, მაგრამ ცალკეული ინდივიდები თავიანთი ხასიათით და ა.შ“, – აღნიშნავს თეონა ცირამუა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
