LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებამ ისე შემომიტრიალა, რომ თავად გავყევი ასაკით უფროსს კაცს… რა გვაჩერებს ერთად? არ დამიჯერებთ რომ გითხრათ, სიყვარული და მიჯაჭვულობა, ბევრი იტყვის ფულიო, მაგრამ არ დაგეთანხმებით! ფული მიდის და მოდის…“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

1764
ცისნამი საყვარლიშვილი, ნუცა ბუზალაძე

„წლების წინ სანამ ალექსანდრეს მეუღლე გავხდებოდი, გეფიცებით მეც ასე ვფიქრობდი. ჩემხელა პოსტი გამოვაცხვე ამ თემაზე და ყველა ქალი მიწაში ჩავდე ვისაც ასაკით უფროსი ქმარი ჰყავდა“, – ასე ეხმაურება აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი მომღერალ ნუცა ბუზალაძის ნიშნობას.

საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძის წლების წინანდელ ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ სანამ თავის საყვარელ ადამიანს ცოლად გაჰყვებოდა, ნუცასავით ფიქრობდა:

ფოტოები: „მან ჩემი გული მოიპოვა, იმ გზით, როგორითაც მხოლოდ ღვთისგან მოვლენილი სიყვარული ახერხებს… მე ვთქვი დიახ!“ – ნუცა ბუზალაძე დაინიშნა და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

„თქვენი საქმე არ არის ნუცას ქმარი 26 წლით უფროსია თუ 27 წლით… აცადეთ ამ ხალხს ერთად ყოფნა, ბედნიერება და ტკბობა“ – ცისნამი საყვარლიშვილი

„ასაკი მხოლოდ ციფრებია. თუ სიყვარული გეწვევა და თავის მორევში ჩაგითრევს, 65 წლის კაცი 35 წლის ბიჭად მოგეჩვენება“

„წლების წინ სანამ ალექსანდრეს მეუღლე გავხდებოდი, გეფიცებით მეც ასე ვფიქრობდი.
აგერ, ნათია დამეთანხმება. ჩემხელა პოსტი გამოვაცხვე ამ თემაზე და ყველა ქალი მიწაში ჩავდე ვისაც ასაკით უფროსი ქმარი ჰყავდა. ისიც კი მახსოვს რა დავწერე, ნეტა რა მოსწონთ ბებერ ხორცში მეთქი. საშინლად უგუნური ვიყავი.

მერე ცხოვრებამ ისე შემომიტრიალა, რომ თავად გავყევი ასაკით უფროსს კაცს. ასე რომ, არასოდეს თქვათ, არასდროს. დღემდე ამ კაცის ცოლი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

რა გვაჩერებს ერთად? არ დამიჯერებთ რომ გითხრათ, სიყვარული და მიჯაჭვულობა. ბევრი იტყვის ფულიო, მაგრამ არ დაგეთანხმებით! ფული მიდის და მოდის, ასერომ მთავარი გაგებაა, სულიერად ჰარმონიაში ყოფნა და პატივისცემა. ვიცი ჩემზეც ბევრი ამბობთ რომ მამის ხელა კაცთან ვარ, მაგრამ ჩვენს ფოტოებს რომ ვუყურებ, შევეფერებით ერთმანეთს. საერთოდ არ ჩანს ასაკის სხვაობა.

ასე რომ, შეგვარგეთ მე, ნუცას, ალექსანდრას, თიკას ეს ჩვენი ბებერი ქმრები და თქვენ გყავდეთ ახალგაზრდები, „ახალი ხორცით” – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

ვინ არის ნუცა ბუზალაძის 55 წლის ამერიკელი რჩეული და როგორ იშოვა პირველი მილიონი – „მილიონერი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა…“

ფოტო: „წარმოუდგენლად ბევრი მილოცვა და თბილი სიტყვა მივიღე, რის გამოც უბედნიერესი ვარ…უღრმესი მადლობა ყველას“ – ნუცა ბუზალაძე

წლების წინ სანამ ალექსანდრეს მეუღლე გავხსებოდი, გეფიცებით მეც ასე ვფიქრობდი. აგერ, Natia დამეთანხმება. ჩემხელა პოსტი…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on სამშაბათი, 10 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g