LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცხოვრებაში კარების უმეტესობა, რომლებთანაც ვდგავართ და ვიტანჯებით, საერთოდ არ არის ჩაკეტილი. ისინი უბრალოდ მიხურულია“ – რამაზ გიგაური

140
BeFunky-collage123412 3 4sdf (76)

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ადამიანის შინაგან მდგომარეობასა და ყოველდღიურ შფოთვაზე საუბრობს.

მისი აღწერით, ადამიანი, რომელიც კარის წინ ზის და დაკარგულ გასაღებზე დარდობს – უყურებს მძიმე ბოქლომს, ნერვიულობს და გამოსავალს უშედეგოდ ეძებს. ამ დროს კი ავიწყდება ყველაზე მარტივი რამ: სახელურის ჩამოწევა და კარის გაღება.

გიგაურის განმარტებით, რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით – ვიტანჯებით იმ „დაკეტილი კარების“ წინ, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ მიხურულია.

„წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც კარის წინ ზის და დაკარგულ გასაღებზე დარდობს.

უყურებს ამ მძიმე ბოქლომს, ნერვიულობს, გამოსავალს ეძებს და ამ დროს ყველაზე მთავარი ავიწყდება: უბრალოდ სახელური ჩამოწიოს და კარს მიაწვეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოვრებაში კარების უმეტესობა, რომლებთანაც ვდგავართ და ვიტანჯებით, საერთოდ არ არის ჩაკეტილი. ისინი უბრალოდ მიხურულია.

ჩვენი სტრესისა და შფოთვის 90% ხომ რეალური პრობლემიდან კი არა, იმის დაჯერებიდან მოდის, რომ თითქოს გამოსავალი არსად ჩანს. ფსიქოლოგები ამას „სტრატეგიულ სიბრმავეს“ ეძახიან. ეს ის მომენტია, როცა ჯიუტად მივჩერებივართ ერთ, ვითომ ჩაკეტილ წერტილს და საერთოდ ვეღარ ვამჩნევთ სხვა, ბევრად მარტივ გზებს“, – წერს რამაზ გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g