LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხვირის კორექცია, საცრემლე ღარი და „მრისხანების ნაოჭი“ – ფილერების ყველაზე მძიმე შესაძლო გართულება: დერმატო-კოსმეტოლოგის გაფრთხილება

153
nino niSnianidze

ესთეტიკურ მედიცინას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიმართავს, თუმცა მოსალოდნელი გართულებების შესახებ საზოგადოებას ხშირად სწორი ინფორმაცია არ აქვს. აღმოჩნდა, რომ გარკვეულმა ინექციურმა პროცედურებმა შესაძლოა სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

ამ თემაზე გადაცემა „მედგიდის“ ეთერში ექიმმა დერმატო-კოსმეტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ნინო ნიშნიანიძემ ისაუბრა. კითხვაზე, იწვევს თუ არა ფილერი სიბრმავეს, მან განმარტა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება, რომელიც კონკრეტული ზონების კორექციას ახლავს თან. ექიმის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის ასეთი ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული.

„მაყურებელმა კარგად რომ გაიგოს, ეგრეთ წოდებული შემავსებლების (ფილერების) გამოყენებამ ცხვირის კორექციის, საცრემლე ღარისა და წარბებსშორისი, ე.წ. მრისხანების ნაოჭის შევსების დროს, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – სიბრმავე გამოიწვიოს. საქართველოში ამ დრომდე ასეთი ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ორი პაციენტი ჩემთან მოხვდა. ვინაიდან მომართვა დროული იყო, ყველაფერი კარგად დასრულდა და მათ მხედველობა სრულად აღუდგათ. დანარჩენ ორ შემთხვევაში, სამწუხაროდ, შედეგი ვერ დადგა, რადგან კლინიკას ძალიან დაგვიანებით მიმართეს“, – თქვა ნინო ნიშნიანიძემ.

იხილეთ გადაცემა სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g