LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტანის ფილერით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია… გაცილებით მომგებიანია სპეციალისტისთვის, იაფი პაციენტისთვის, მაგრამ დიდი გართულების მატარებელი…“ – დერმატო-ვენეროლოგი, თაკო ლოლუა საზოგადოებას აფრთხილებს

146
თაკო ლოლუა

პოდკასტის „ყველაფერი ესთეტიკაზე“ სტუმარია ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი, თაკო ლოლუა.

სპეციალისტმა უპასუხა წამყვანის მიერ დასმულ კითხვას – „ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტანის ფილერით ტუჩებს იბერავენ“.

დერმატო-ვენეროლოგის თქმით, ტანის ფილერით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია:

„ტანისთვის შექმნილი ფილერი, ბუნებრივი შემავსებელი არის სხვა სიმკვრივის და სხვა სტრუქტურის მახასიათებლებით. მაგალითად დუნდულოს ზონაზე უნდა გაუძლოს სულ სხვანაირ დატვირთვას, ვიდრე სახეზე, შესაბამისად ბევრად უფრო სქელია და იაფია. დიდიშეფუთვით, რომ ავიღოთ მაწვნის ქილით, 30,60, 100 მილიოლიტრიანი შეფუთვით, გაცილებით უფრო დაბალი ღირებულების არის, ვიდრე ინდივიდუალურ შპრიცში შეფუთული ერთი მილილიტრი ტუჩისთვის შექმნილი ფილერი. ამიტომ იქიდან ამოღებული თითო მილილიტრი არის გაცილებით მომგებიანი სპეციალისტისთვის, იაფი პაციენტისთვის, მაგრამ გაცილებით დიდი გართულების მატარებელი…“ – ამბობს თაკო ლოლუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები