LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Clearstream ბანკმა “საქართველოს ბანკში” ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის ანგარიში გახსნა

90

საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა Clearstream ბანკმა “საქართველოს ბანკში” ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის (custody) ანგარიში გახსნა.

როგორც „ფორტუნას“  „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს,  საქართველოში სამთავრობო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები დაემატა Clearstream ბანკის არსებული ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალს, რაც შესაძლებლობას მისცემს რეზიდენტ და არარეზიდენტ ინვესტორებს მარტივად განახორციელონ ოპერაციები ქართულ ფასიან ქაღალდებზე Clearstream ბანკის მეშვეობით.

„Clearstream ბანკი მნიშვნელოვანი მოთამაშეა მსოფლიოს ფასიანი ქაღალდების მომსახურების ინდუსტრიაში და მას მუდმივად მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს.

Clearstream-ი  საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია (ICSD) და საერთაშორისო ბაზარზე ემსახურება 2,500 აბონენტს 110 ქვეყანაში პოსტ-სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ფასიანი ქაღალდებით მომსახურების სფეროში,“- განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

„საქართველოს ბანკი“ ემსახურება 1.3  მილიონამდე მომხმარებელთა ანგარიშს, აქვს 206  სერვის-ცენტრი, საქართველოში ბანკომატების ყველაზე ფართო ქსელი -510 ბანკომატი, 2038 თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay, დისტანციური საბანკო მომსახურების სრული პაკეტი და 24-საათიანი თანამედროვე სატელეფონო ცენტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები