LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Lion Development თბილისში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

506
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, კომპანია Lion Development ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 6853 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.  

პროექტის ჯამური ღირებულება 12 000 000 აშშ დოლარია, რომლის 40%-ს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს.

პროექტში, საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, რეკრეაციული, მწვანე სივრცეები, პარკინგი და სხვა ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული. 15-სართულიან კომპლექსში 271 ბინა განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის მარტში დაიწყო და 2024 წლის აგვისტოში დასრულდება. 

„კომპანია Lion development სამშენებლო ბაზარზე 2015 წლიდანაა წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მიზანი ხარისხიანი, ეკომეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნაა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მუშაობს პროდუქტსა და მომსახურებაზე, რომელიც ჯანსაღი საცხოვრებელი სივრცის შექმნისკენაა მიმართული. Lion Development მშენებლობის მაღალ სტანდარტებს იცავს და მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და დედაქალაქზე გამორჩეულ ხედებს სთავაზობს,“ – ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი ხუჯაძე და აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროექტის მშენებლობისას მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალები გამოიყენება.

„საქართველოს ბანკი  პარტნიორი დეველოპერული კომპანიების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მოხარულნი ვართ, რომ Lion Development-თან თანამშრომლობა გრძელდება და სულ მალე თბილისს მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით შესრულებული, მულტიფუნქციური, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეემატება. ჩვენ არ ვჩერდებით – ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით არაერთი პროექტის განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ნიკოლოზ მითაიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ Lion Development-ის კომპლექსში ბინის იპოთეკური სესხით შეძენისას სპეციალური, 7%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები