LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

437
ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმროში „რუმსი“ ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია ჩატარდება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები 15 აპრილამდე გამოვლინდება, რის შემდეგაც დაიწყება რეგისტრაცია.

კონფერენციის საპატიო მომხსენებლები იქნებიან ჯოზეფ ალტონჯი (იელის უნივერსიტეტი, ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიურო (NBER) და ლუიჯი გუიზო (ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, CEPR).

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო დარგის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული კონფერენცია ქართველი მკვლევრებისთვის შესაძლებლობაა, მათ მიერ მომზადებული საერთაშორისო სტანდარტის მქონე კვლევები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ, ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში და შეიძინონ ახალი საქმიანი კონტაქტები. ვიმედოვნებთ, აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის შესახებ ეკონომიკური კვლევისა და ანალიზისადმი ინტერესის გაღრმავებას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

სამეცნიერო საბჭოს წევრები, რომლებიც ნამუშევრებს შეაფასებენ არიან: ნინო აბაშიძე (Wyoming), ალა ავოიანი (Indiana), სალომე ბასლანძე (FRB Atlanta, CEPR), გიორგი ჩაბაკაური (LSE), ლაშა ჭოჭუა (Bielefeld), ალექსანდერ ფრუგი (UPF, BSE), გივი მელქაძე (Georgia State), ნიკოლოზ ფხაკაძე (ISET), სანდრო შელეგია (UPF, BSE, CEPR), ალისონ სტაშკო (Emory), ია ვარდიშვილი (Auburn), ოლიკო ვარდიშვილი (UC Irvine).

(R)